რეზონანსი
05.04.2020

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და მისი პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგნენ.

„ქრონიკის" ინფორმაციით, განცხადებები თანამდებობებიდან წასვლის შესახებ მათ პარასკევს დაწერეს. ონის მერისა და მისი პირველი მოადგილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი უცნობია.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ორშაბათს გაიმართება და სავარაუდოდ მაშინ გადაწყდება, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×