რეზონანსი
05.04.2020

რუსეთში, რიაზანის ოლქში 32 წლის კაცმა 5 ადამიანი მოკლა, რომლებიც მისი აივნის ქვეშ საუბრობდნენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ იელატმაში მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, 4 კაცი და 1 ქალი დაკავებულის აივნის ქვეშ საუბრობდნენ. მას მოეჩვენა, რომ ისინი ძალიან ხმაურობდნენ და შენიშვნა მისცა, რასაც სიტყვიერი კონფლიქტი მოჰყვა. ამის შემდეგ კაცმა ახალგაზრდები სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ხუთივე ადგილზევე გარდაიცვალა.

კაცი დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×