რეზონანსი
05.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სიას 3 პაციენტი შეემატა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ.

„ჩვენი გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას დაემატა 3 პაციენტი და ჯამში გვყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სახლში გაეწერებიან დღეს, პასუხი უკვე მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები PCR-ის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება თანდათანობით დატოვებენ კლინიკას", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან 5-ს ტესტირება და პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.

ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, stopcov.ge არსებული ბოლო მონაცემების თანახამდ, ქვეყანაში კორონავურისით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×