რეზონანსი
06.04.2020

ესპანეთში COVID-19-ით 19400 მედიკოსია ინფიცირებული. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს ინფიცირებულთა 14 პროცენტია.

"აქედან დაახლოებით 20 პროცენტი უკვე გაეწერა. 10% საავადმყოფოში რჩება, უმეტესობა მკურნალობას სახლში გადის", - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

გამოცემა Pais-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია 13 სამედიცინო მუშაკი - 11 ექიმი, მედდა და სანიტარი.

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 135 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. 13 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×