რეზონანსი
06.04.2020

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კარგ გუნებაზეა, მაგრამ ჯერ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის კანცელარიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯონსონი მთავრობის ხელმძღვანელობას დისტანციურად განაგრძობს და ექიმების რეკომენდაციებს იცავს. მას ჯერ მაღალი ტემპერატურა და ხველება ისევ აქვს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში ღამე გადაიყვანეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×