რეზონანსი
06.04.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დღეს კლინიკა დატოვა.

გარდა ამისა, მკვეთრად დადებითია პირველი პაციენტების მდგომარეობა.

“ჩვენს მკლინიკაში არის 64 პაციენტი, აქედან 51 არის ინფიცირებული. იცით, რომ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა.

რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს 6 პაციენტი. აქედან, პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვვეთრად დადებითია. 62 წლის ქალბატონის განმეორებითი ანალიზი გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და თუ მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ამ დღეებში გაეწერება კლინიკიდან.

რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან რამდენიმე საათის წინ. ამ ეტაპამდე ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს, ფიზიოლოგიურ პირობებში, ოქსიგენ დამოკიდებულებით. იმედია ასე გაგრძელდება და ეს ქალბატონიც გაეწერება" - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, რატიანი განმარტავს, მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება. მისივე განმარტებით, განსაკუთრებით კრიტიკული რჩება 3 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა, მკურნალობის შედეგად მათი სასიცოცხლო პარამეტრები აღდგენილია.

"რაც შეეხება 42 წლის მამაკცს, რომელიც რამდენიმე დღის უკან შემოვიდა ჩვენთან, კლინიკურად სახეზე იყო მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, დინამიკა არის შენარჩნენული, უარყოფითი დინამიკის გარეშე.

3 პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან მართვით სუნთქვზე, მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე რჩება კრიტიკული. განსაკუთრებით, ერთი, 67 წლის პაციენტის, რომელიც სხვა კლინიკდან არის გადმოყვანილი. ჰემოდინამიკის რღვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა ვიტალური პარამეტრები აღდგენილია და ნარჩუნდება დანიშნული სიმპტომური მკურნალობის შედეგად" - განაცხადა რატიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×