რეზონანსი
06.04.2020

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი წერს:

“საკმაოდ რთული მდგომარეობაა, ემიგრანტების დაბრუნებასთან დაკავშირებით!

აუცილებელად უნდა მოხდეს წამომსვლელთა გადარჩევა: ბავშვიანები, ფეხმძიმეები, ავადმყოფები, პირველ რიგში!

არ მოდის ყველა ემიგრანტი, არც მე ვბრუნდები და ძალიან ბევრს აქვს გათავისებული, რომ საქართველო ვერ შესძლებს, ამდენი დაბრუნებულის, ვერც კარანტინს და ვერც ტესტირებას! თუმცა, საკმაოდ ბევრია, დაბრუნების მსურველი და მათ შორის ომი მიმდინარეობს!

მესმის, რომ ბევრი იყო უმუშევარი, ბევრი დარჩა უმუშევრად, შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ თუ წამსვლელთა მსურველები, გამოიჩენენ დიდსულოვნებას – ადგილს დაუთმობენ, საჭიროებისთვის აუცილებლად წამსვლელებს, ძალიან კარგი იქნება!

უკვე ვრცელდება ინფორმაცია საბერძნეთიდან და უკმაყოფილო ემიგრანტები, დიდი საყვედურებით გამოდიან… ვერ წავიდნენ ბავშვიანები, მოხუცი და ავადმყოფი ქალბატონები…

აბსოლუტურად მესმის თითოეული წასვლის მსურველის – ფინანსური კრიზისი, უმუშევრობა, პანიკა, რაც ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამძაფრდა…

მაგრამ ემიგრანტებო, შეიცოდეთ სამშობლო! შეიცოდეთ ქართველი ექიმები! შეიცოდეთ, თქვენი ახლობლები და ის ადამიანები, ვინც აუცილებლად საჭიროებს გასამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთს!!!"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×