რეზონანსი
06.04.2020

„სწორედ ეკლესიას ურტყამენ, ზიარებას და მსახურებას ურტყამენ... ჩვენი პოზიცია არის მართალი! ახლა გამოჩნდება ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და ვინ არის კომპრომისებისკენ მიდრეკილი. უკვე გამოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ეკლესიის წიაღშიც და მადლობა ღმერთს რომ გამოჩნდა", - ამის შესახებ დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ ქადაგებისას ისაუბრა.

„სწორედ ეკლესიას ურტყამენ, ზიარებას და მსახურებას ურტყამენ... ჩვენი პოზიცია არის მართალი! საქართველოს დედაეკლესია დგას თავის სიმაღლეზე, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ეკლესიებზე, სხვაგან არ არის ასეთი ერთობა, მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. გადარჩენა არ არის მასშტაბური, არამედ მცირე სამწყსოზეა საუბარი. მცირე სამწყსო გადარჩება, არ ნიშნავს რომ ყველა ცხონდება, ვისაც უნდა ცხონება, ახლა გამოჩნდება.. ახლა გამოჩნდება ვინ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და ვინ არის კომპრომისებისკენ მიდრეკილი. უკვე გამოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ეკლესიის წიაღშიც და მადლობა ღმერთს რომ გამოჩნდა... ეკლესიაზე იტყვიან, რომ თქვენ ხართ მშვიდობის მტრები, თქვენ ხართ სიყვარულის მტრები, ერთობის მტრები... უნივერსალური რელიგიის შემოთავაზებით, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ ჭეშმარიტება კი არა გაქვთ, თქვენ გაქვთ ფანატიკური რელიგია და მოძველებული დოგმატები, ასე გველაპარაკებიან მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები, პატრიარქები, ეპისკოპოსები და ა.შ, უამრავია ესენი, ჩვენთან ნაკლებად, მაგრამ ჩვენთანაც არიან, ზოგი საბერძნეთში, ბევრია კონსტანტინეპოლში, რუსეთშიც, სერბეთში, ამერიკაშიც სავსეა, ყველგან მოიძებნებიან ეს ხალხი, აი ვინც, აი ამ უნივერსალური რელიგიისკენ მიილტვიან, რომლის თავი და პატრონი იქნება ანტიქრისტე", - ამბობს დეკანოზი კონტანტინე ჯინჭარაძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×