რეზონანსი
06.04.2020

საქართველოს მთავრობა ნატოს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს" (EADRCC) დახმარებისთვის მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას on.ge-ავრცელებს.

თხოვნის დოკუმენტში საუბარია აღჭურვილობასა და სხვადასხვა სახის სანიტარულ ხელსაწყოებზე. მასში აღწერილია მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კორონავირუსთან ბრძოლაში.

ასევე, გაწერილია თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის საჭირო აღჭურვილობის სია:

საველე ბანაკი - 100;

სამედიცინო ბანაკი - 100;

საველე სასადილო - 100;

საწოლი - 2 500;

პირსაბანი - 100;

გენერატორი - 100;

გამათბობელი - 600;

ცეცხლმაქრი - 300;

მაცივარი შუშის კარით - 100;

ელექტროჩაიდანი - 200;

თერმომეტრი - 200;

სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი - 500;

ელექტროთერმომეტრი - 200;

ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი - 200;

გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები - 1200;

ამკრძალავი ნიშანი - 200;

ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი - 200;

პროექტორი (150-ვოლტიანი) - 400;

მეგაფონი - 100;

მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) - 100;

სამედიცინო პირბადე - 7 500;

ხელთათმანები - 7 500;

დახმარების თხოვნის წერილში გაწერილია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის:

ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი - 20 500;

რესპირატორი - 26 000;

დამცავი ნიღაბი - 190 000;

სადეზინფექციო შხაპის კარავი - 4;

წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 - 4;

ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის - 1000;

გასაბერი კარავი გათბობის სისტემით - 40;

ინფრაწითელი თერმომეტრი - 290;

დამცავი ხელთათმანი - 23 000;

სადეზინფექციო საშუალება - 500 ლიტრი;

სათვალე/სახის დამცავი ფარი - 2 000;

ელექტროსპრეი - 50.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×