რეზონანსი
06.04.2020

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერიტორიაზე „აკრედიტებულ" უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვარი 12 აპრილის შუაღამემდე დაკეტილია და იკრძალება ნებისმიერი სახის მიმოსვლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „რესი" ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ზომები სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უკავშირდება და დროებით ხასიათს ატარებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×