რეზონანსი
06.04.2020

„საქართველოში ოპერატიულად იმუშავეს. მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ აშშ-სთან შედარებით რამდენად ძლიერი იყო საქართველოს პასუხი პანდემიის მიმართ - ამის შესახებ სიეტლში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დადებითად აფასებს.

„ფაქტობრივად, ყველა ადამიანი (ინფიცირებული) აღმოაჩინეს ძალიან სწრაფად, ყველას გაუკეთეს იზოლაცია, ყველას კონტაქტები მონახეს და ჩასვეს კარანტინში. 5000 კაცი კარანტინში მე მგონი, არავის არ ჩაუსვია მთელს მსოფლიოში", - ამბობს ჩიქოვანი.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევები, რაც არის ეს ძირითადად კარანტინში მყოფ ადამიანებს უკავშირდებათ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×