რეზონანსი
07.04.2020

50 წლამდე მამაკაცი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა დას კი აივნიდან აგდებდა. "ინფო რუსთავი"-ს ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცსა და მის მეუღლეს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა. კამათის შემდეგ ქმარმა საცხოვრებელი სახლის აივნიდან სამზარეულოში არსებული ნივთები ეზოში გადაყარა, რის შემდეგაც ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მამაკაცის შეჩერებას ცდილობდა მისი და, თუმცა ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა როდესაც საკუთარ დას მე-8 სართულის აივნიდან გადაგდებით დაემუქრა. 

ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. მოძალადე პოლიციამ მალევე დააკავა. შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×