რეზონანსი
07.04.2020

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება. როგორც დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

„ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა", - აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×