რეზონანსი
07.04.2020

დღეს მართლამადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

სამებაში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე არ ესწრება.

„პრაიმტაიმი" პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად მის პირად ექიმს, ცისანა შარტავას დაუკავშირდა.

„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთადერთი, წნევის ცოტა მაღალი ციფრები დაფიქსირდა.

ვინაიდან, საპატრიარქოშიც ტარდებოდა მსახურება 7:00 საათზე, იქ დაესწრო. წინ ბევრი დღესასწაულია და ჩვენი დიდი თხოვნა გაითვალისწინა, რომ დღეს საპატრიარქოში დასწრებოდა მსახურებას.

სამედიცინო კუთხით მას არანაირი კონსულტაცია არ დასჭირვებია. ყველაფერი კარგადაა. გუშინ ლოცვაზე ბრძანდებოდა", - აღნიშნა ექიმმა.

“Prime time“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×