რეზონანსი
07.04.2020

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადბეით, მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მდგომარეობა მართვას ექვემდებარება.

„რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ კოვიდიან პაციენტს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ორმხრივი პნევმონია, მაგრამ არ გართულდა მდგომარეობა. ჟანგბად დამოკიდებულია, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებს" , - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ამასთან, გოფოძის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ორი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

აღნიშნულ პაციენტები კორონავიერუსით ინფიცირებულნი არ არიან.

„გარდა ამისა, გვყავს კიდევ ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთა მდგომაროება თანდათან უმჯობესდება, რაც ძალიან გვახარებს" , - დასძინა ლევან გოფოძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×