რეზონანსი
07.04.2020

თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. Covid-19-ით არიან დაავადებული მისი დედა და ბაბუაც. სამივე მათგანი გუშინ გადაიყვანეს კლინიკებში, ვირუსი კი მათ დღეს დაუდასტურდათ. თავად სტიქაროსანი და მისი დედა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში იმყოფებიან, ბაბუა კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

სტიქაროსანი კვირას წირვას ესწრებოდა. ინფორმაციას იმ ტაძარში ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობდა. ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანი იყო, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა იმ დღეს მოქალაქეებს ზიარება არ მიუღიათ.

"ჩვენი ტაძრის სტიქაროსანია, არის ძალიან კარგი ბავშვი. კვირას წირვის დროს, შემოირბინა, შემოვარდა ტაძარში და მალევე გავიდა",-აცხადებს მესანთლე.

შეგახსენებთ, რომ ეს ამ დრომდე ეკლესიაში ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

წყარო: "ფორმულანიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×