რეზონანსი
07.04.2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

მიმდებარე პერიმეტრზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. საქმე ის გახლავთ, რომ 60 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ერთი კვირა ამ სოფელში სტრუმრად იმყოფებოდა.

ამჟამად სპეციალისტები კონტაქტების მოძიებას და ინფიცირების სავარაუდო შემთხვევების გამოვლენას ცდილობენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსის 195 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელდა 39, ხოლო გარდაიცვალა ორი ადამიანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×