რეზონანსი
07.04.2020

ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მკურნალობენ სახლში. გარკვეულ პერიოდში, რაღაც თამასის შემდეგ ამაზე შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ კლინიკებში საწოლები საკმაო რაოდენობით გვაქვს, ჯერჯერობით მაინც ვარჩევთ იმას, რომ ეს შემთხვევები იმართოს ჰოსპიტალურად , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეოჩართვისას, „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა 80% მიმდინარეობს მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობით, 15%-ში მძიმე და 5%-ში კრიტიკული გამოვლინებით.

„ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მკურნალობენ სახლში. გარკვეულ პერიოდში, რაღაცა თამასის შემდეგ ამაზე შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, მაგრამ კლინიცისტებთან კონსულტაციების შემდეგ იმ აზრამდე ვართ მისული, რომ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, სანამ ჩვენ საწოლების საკმაო რაოდენობა გვაქვს გამოყოფილი კლინიკებში, ჯერჯერობით მაინც ვარჩევთ იმას, რომ ეს შემთხვევები იმართოს ჰოსპიტალურად, თუმცა ჩვენ ვემზადებით და გვაქვს შესაბამისი ალგორითმი როდის, რა ეტაპზე, როგორ და რა ტიპის ამბულატორიულ მართვაზე უნდა გადავიდეთ ამ ინფიცირებული პაციენტების შემთხვევაში. დღეს ამბულატორიული ქსელი უფრო ადამიანების კონსულტირებაზეა ორიენტირებული, მათ სწორ ტრიაჟზე და სწორ გადამისამართებაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×