რეზონანსი
08.04.2020

რუსთავში პატრულის თანამშრომელმა ორი პირი დანაშაულის ადგილზე დააკავა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელი, 32 წლის ლევან კიპაროიძე, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც შეამჩნია, რომ ბოსტანქალაქის ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, უცნობი პირები შეიჭრნენ. მამაკაცებს სარდაფიდან სხვადასხვა ნივთები გაჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ პატრულის თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და თან მარტო იყო, მივიდა შემთხვევის ადგილზე და ორივე პირი დააკავა.

დამნაშავეებმა ვერც ნაქურდალის წაღება მოახერხეს და ვერც გაქცევა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×