რეზონანსი
08.04.2020

ინფექციონისტის, რევაზ მეჭურჭლიშვილის ვარაუდით, ვირუსის გავრცელების პიკი აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისი იქნება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„დაახლოებით ორი კვირის თავზე პიკური პერიოდი იქნება, ამ დროს გვექნება შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა. შემდეგ დაიწყებს კლებას და დაახლოებით თვენახევრის შემდეგ მინიმალური შემთხვევები გვექნება", - განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, მთლიანი ინფიცირებულების ჯამი 1000-ს არ ასცდება და პიკის პერიოდში ყოველდღიური მატება 50-60-ზე მეტი არ იქნება.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 48 გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×