რეზონანსი
08.04.2020

საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელში 50 თეთრად გაიყიდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, პირბადეებით აფთიაქები კვირის ბოლომდე მომარაგდება, მოქალაქეს კი ერთ ჯერზე სამი პირბადის შეძენა შეეძლება. „სახელმწიფოს ერთი პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ თითო ცალი პირბადე აფთიაქებში გაიყიდება 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებული ფასი, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას და პრაქტიკულად ნახევარი თვითღირებულებით - 50 თეთრად იქნება ეს პირბადეები ხელმისაწვდომი", - განაცხადა თურნავამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×