რეზონანსი
08.04.2020

10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს დამატებითი სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე.

„გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი და დაბრუნდა საქართველოს 130-მდე მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე. ამის გამო მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში ჩაგვენაცვლებინა ისინი იმ მოქალაქეებით, რომლებიც იდგნენ რიგში. მიუხედავად ამისა, 3 ადგილი მაინც ცარიელი იყო. "- აღნოშნა ზალკალიანმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მუდმივად იყვნენ ონლაინრეჟიმში კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან.

„10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი. მგზავრთა რაოდენობის შესახებ დამატებით გაცნობებთ, რადგან ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება. ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ 3 დამატებითი რეისი დაინიშნა. მათ შორის თელავივიდან, რომელიც 18 აპრილს განხორციელდება, ასევე რომიდან და ბარსელონადან 24 და 27 აპრილს. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებითი რეისების და სპეცრეისების შესახებ და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ", - განაცხადა ზალკალიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×