რეზონანსი
08.04.2020

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი დადსტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა. მარინა კოჩიევას თქმით, ამ დროისათვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ცხინვალისა და ზნაურის კლინიკებში 7 პაციენტი რჩება, 470 ადამიანი კი თვითიზოლაციის რეჟიმშია.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა. გამოჯანრმთელდა 48 ადამიანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×