რეზონანსი
08.04.2020

"ღორის გრიპის“ მსგავსად, კორონავირუსი სეზონურ ინფექციად გადაიქცევა. ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის აზრით, გარკვეული დროის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, შესაძლოა, მიხვდეს, რომ ვირუსი გადაიტანა.

"მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელება მაქსიალურად შევამციროთ. როგორ განვითარდება დანამდვილებით მოვლენები, მსოფლიოში ვერავინ გეტყვით. დიდია ალბათობა იმისა, რომ “ღორის გრიპის” მსგავსად, კორონავირუსი სეზონურ ინფექციად გადაიქცევა.

გარკვეული დროის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, შესაძლოა, მიხვდეს, რომ ვირუსი გადაიტანა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ინფექცია მოსახლეობაში ერთბაშად გავრცელდეს, ამიტომ ვატარებთ ისეთ მკაცრს ზომებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დარჩით სახლში, რადგან სოციალური დისტანცირება ვირუსისგან დაცვის მთავარი გარანტიაა", - განუხადა "2020 ნიუსს" ზოიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×