რეზონანსი
08.04.2020

იტალიაში 24 საათში 2099 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეს ეპიდემიის მანძილზე გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს განცხადება იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ გააკეთა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა დაინფიცირების ახალი შემთხვევები.

იტალიაში, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, კორონავირუსს 17679 ადამიანი ემსხვერპლა. COVID-19-ით დაინფიცირების 139422 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 26491ადამიანი და საავამდყოფოში მკურნალობას 95262 პაციენტი განაგრძობს.

"Report.ge"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×