რეზონანსი
08.04.2020

საქართველოში კომენდანტის საათი 21 აპრილამდეა გამოცხადებული. გაგრძელდება თუ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი საქართველოში, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ „თავისუფალ სივრცეში" ისაუბრა.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოგვცემს ეპიდემიოლოგიური სურათი. როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდა გრძელდება. ასევე, დაფიქსირდა შიდა გადადებაც, რაც ბუნებრივია, საფრთხეს ზრდის.

შესაბამისად, ჩვენ ჯერ უნდა დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამსახური მოგვცემს. ეპიდემიოლოგიური სურათი იქნება ძირითადი საფუძველი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე, პარლამენტის თამჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს, არ გახანგრძლივდეს საქართველოში კომენდანტის საათი.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის საგანგებო მდგომარეობა შევინარჩუნოთ გრძელვადიანად, ვინაიდან ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე, თითოეული ოჯახის ეკონომიაკზეც. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ რეაგირება საფრთხეებზე და როგორც კი ამის შესაძლელობლობას მოგვცემს ეპიდემიოლოგიური სურათი, მოვხსნათ ის მკაცრი შეზღუდევბი, რომელიც არსებობს. ჩვენ როგორც ხელისუფლება, ვალდებული ვართ, მზად ვიყოთ ყველა სცენარისთვის და ამისთვის მოვამზადოთ ქვეყანა. წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი, რთულია - განაცხადა არჩილ თალაკავძემ ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ “თავისუფალ სივრცეში“.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×