რეზონანსი
09.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ტელეეთერში  პროფესიულ საქმიანობასთან ერთად პირად ტრაგედიასაც შეეხო.

„ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს – შვი­ლი მყავს გარ­დაც­ვლი­ლი. სანამ ასეთ რე­ჟი­მზე გადავიდოდი მანამდე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი შვილის სა­საფ­ლაოზე. ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობს, მათგან ყო­ველ­დღე ვყიდულობდი გვრიგვინს.

ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვეღარ ავდივარ საფლავზე. რამდენიმე დღის წინ ყვავილების საყიდლად რომ მი­ვე­დი, ორი გვირ­გვი­ნის ყიდვა გადავწყვიტე, ვიფიქრე, იქნებ რამდენიმე დღე ვეღარ მოვახერხო მისვლა და არ შე­მიძ­ლია ჩემს შვილ­თან არ იყოს კან­დე­ლი და ყვა­ვი­ლე­ბი-მეთქი.

გამ­ყიდ­ვე­ლმა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხა არ გა­მო­მარ­თვა. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, მაგრამ ამასთანავე სა­სი­ა­მოვ­ნო ჟეს­ტი იყო.“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ინფექციონისტს ერთადერთი შვილი 2017 წელს მოულოდნელად გარდაეცვალა. ირაკ­ლი ძიმის­ტა­რაშ­ვი­ლი იურისტი გახლდათ. ის ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი საჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×