რეზონანსი
09.04.2020

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ ზესტაფონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.

ქუჩების მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ხორციელდება და ამისთვის კომპანიის დასუფთავების სამსახურიდან ჯამში 10 კაციანი ბრიგადა გამოიყო.

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიც არიან ჩართულები.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურმა ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჭიათურაშიც განახორციელა. ასევე კომპანიის მიერ, სამომავლოდ ანალოგიური პრევენციული ღონისძიების გატარება კვლავ არის დაგეგმილი.

 ვასილ გველესიანი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი:

„მეამაყება ის, რაც ჩემ ქალაქში ხდება და ასევე მეამაყება ის, რომ იმ კომპანიის წარმომადგენელი ვარ, ვინც ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით უდგება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს და აგრეთვე იმ სოციალურ პროექტებს, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ.

სადეზინფექციო ხსნარებით ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ემსახურება იმას, რომ როგორც ქვეყანაში ისე ზესტაფონში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას მაქსიმალურად შევეცადოთ.“

გიორგი ჩხეიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსი:

„ჯორჯიან მანგანეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო და მომრეცხ სამუშაოებს ზესტაფონშიც ახორციელებს. ჩვენ საჭირო სპეც ტექნიკა და სპეციალურად გამოყოფილი ბრიგადა მობილიზებული გვყავს, რათა სამუშაოები ხარისხიანად ვაწარმოოთ.

 „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×