რეზონანსი
09.04.2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია. ცხედარს მშენებარე კორპუსში მიაგნეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გაიყინა და ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.

ოჯახმა მისი მოძებნა მას შემდეგ დაიწყო, როცა წუხელ მამაკაცი სახლში არ მივიდა. ცხედარი კი მისმა ძმამ იპოვა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდა. ცხედარი უკვე სახლში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×