რეზონანსი
09.04.2020

ახალგაზრდა ქალი, რომელიც 5 აპრილს, ღამით, მდინარე ტეხურშიგადახტა, სასწრაფოს ექიმმა, კარდიოლოგმა ირაკლი ცხვიტავამ გადაარჩინა.

„11 საათი დამთავრებული იყო და ჩვენი ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა. ასეთ დროს მოვიდა შეტყობინება, რომ ქალი იხრჩობოდა მდინარეში.

უბრალოდ გაუმართლა, რომ იქვე ახლოს ვიყავით. სამაშველო ბრიგადებიც და პოლიციაც ადგილზე იყო, მაგრამ მე არავის დაველოდე და მდინარეში გადავეშვი.

ორიენტაციით ჩავხტი წყალში. ვინაიდან მდინარის შუა ნაწილიდან ისმოდა ქალის განწირული კივილი.

ქალი უვნებლად გადმოვიყვანე მდინარის მეორე ნაპირზე. სულ ერთიანად ცახცახებდა, შფოთავდა და ბორგავდა.

უსწრაფესად მოვიდა სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. ქალი გადავიყვანეთ კლინიკა „სენამედში" საიმედო ექიმების ხელში. ჩვენ სასწრაფომ უკვე გავაკეთეთ ჩვენი საქმე", - ამბობს ექიმი „პრაიმტაიმთან"

ქალი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×