რეზონანსი
09.04.2020

"ალბათ, თქვენი ტესტირებაც საჭიროა, საჭიროა ყველა ჯგუფის, სადაც 3-დან 10 კაცამდე თავშეყრა ხდება" - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს კითხვაზე გარკვეული ჯგუფების მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით.

მარინა ეზუგბაიამ ხაზი გაუსვა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში კვლევები ოქროს სტანდარტით - PCR მეთოდით ხდება და კლინიკას სწრაფი ტესტების საჭიროება არ აქვს.

ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ COVID 19-ით ინფიცირებულ 34 პაციენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა უცვლელია.

როგორც ეზუგბაია ამბობს, დღეს კლინიკაში ტესტირებული 10 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×