რეზონანსი
09.04.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი გათვლებით, „კოვიდ-19"-ისგან გაცილებით ნაკლებ ლეტალურ შედეგს ელოდებიან, ვიდრე აქამდე. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე" დაწერა.

„კორონავირუსის ახალი მოდელით გაცილებით უფრო ნაკლებ მსხვერპლს ვვარაუდობთ, განსხვავებით წინა მოდელისგან. ეს იმიტომ, რომ ამერიკელი ხალხი შესანიშნავ საქმეს აკეთებს. სოციალური დისტანცია და ასე შემდეგ. ასე გააგრძელეთ!", - წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×