რეზონანსი
09.04.2020

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150-მდე წევრი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას, ამერიკული გამოცემა „ნიუსვიქი" ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, სწორედ ეპიდემია არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც საუდის არაბეთმა იემენთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

სამეფო ოჯახის დაინფიცირების შესახებ იუწყება „ნიუ იორკ თაიმსიც", რომელიც ოჯახთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროს ეყრდნობა.

საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ექვსი კვირის წინ დაფიქსირდა. დღეისათვის კი იქ ინფიცირების სამი ათასამდე და გარდაცვალების 41 შემთხვევა ვლინდება. ვირუსისგან 630-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×