რეზონანსი
09.04.2020

ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა და გამოწვევები აქვს და არ შეიძლება ყველამ ერთნაირად იმოქმედოს,- ამის შესახებ “ტვ პირველის“ ეთერში დანიაში მყოფი ქართველი ონკოლოგი, სხივური თერაპევტი ზაზა უჯმაჯურიძე აცხადებს:

“დანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კატეგორიული ზომები მიიღო. გამოაცხადა საყოველთაო ზომები, კარანტინის რეჟიმზე გადავიდა ძალიან ადრე ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით. დანიაში ასევ ვფიქრობთ, რომ ყველა ქვეყანას თავისებურება აქვს. ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს, ამიტომ არ შეიძლება ერთი სტრატეგიით იმოქმედოს ყველამ.

დანიაში 6.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მარტო ნიუ იორკში ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს. ბუნებრივია სხვადასხვა გამოწვევებია. მაგალითად შვედეთში მხოლოდ იზოლირება გაუკეთა მაღალი რისკის ინდივიდებს - მოხუცებს და ყველა დანარჩენს თავისუფლება მისცა და არავითარი შეზღუდვა არ დაუწესა, რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ტაქტიკისაგან. ამ მხრივ დანია საკმაოდ კოსერვატიულად მოიქცა და მაშინვე დაიწყო იზოლაციის ტაქტიკა. დანიის მოსახლეობამ ეს ძალიან კარგად გაითავისა, ამიტომ შეიძლება ძალიან დიდი კონტროლით დავიწყოთ საზოგადოების ნაბიჯ-ნაბიჯ გახსნა, ვინაიდან მოგეხსენებათ დიდ ზარალს აყენებს ეს ეკონომიკას“, - განაცხადა ქართველმა ექიმმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×