რეზონანსი
10.04.2020

საქართველოში შექმნილი საგანგებო რეჟიმის გამო, აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა.  შესაბამისად აკრძალულია გარევაჭრობაც და ყველა ის მოქმედება, რამაც შესაძლოა ხალხმრავლობა გამოიწვიოს.

საყოველთაო კარანტის გამოცხადების შედეგად აიკრძალა 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა კონკრეტული ობიექტებისა. აკრძალვა შეეხო, როგორც როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე ეკლესიასაც. აკრძალვების ფარგლებში, მოქლაქე ვალდებულია დაიცვას ერთმანეთისგან დისტანცია 1-1,5 მეტრი.

კვირას მართლმადიდებელი სამყარო ბზობის დღესასწაულს ზეიმობს. წლების განმავლობაში ბზობის დღესასწაულისთვის ქუჩებში, ტაძრის ტერიტორიაზე, ბაზრობებზე გასაყიდად გამოფენილი იყო ბზის ტოტები.

როგორი იქნება ბზობის დღესასწაული ბზის გარეშე?- ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ შესაბამისს უწყებებს დაუკავშირდა: საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ამ საკითხზე ფიქრობენ. საპატრიარქო საბოლოო პოზიციაზე არ შეთანხმებულა.

„ჯერჯერობით, საკითხი გადაწყვეტილი არ არის. საპატრიარქოში გუშინ ბჭობა იყო, დღეს კი საბოლოო პოზიციაზე ყალიბდებიან. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ბზები არ გაიყიდოს. გაყიდვის პროცესში თავისთავად მოხდება ადამიანების თავშეყრა. წესრიგის დაცვა გართულდება. ალბათ, ვინც მოვა ტაძარში დისტანციას დაიცავს, მას ბზას თავად მღვდელი გადასცემს.

ბზას ჩვენ ტაძარში ვაკურთხებთ და შემდეგ დავურიგებთ მრევლს. ყველაფერი წესების დაცვით მოხდება. დისტანცია არ დაირღვევა. ახლა მთავარი ადამიანების უსაფრთხოებაა“, – განმარტავს მიქაელ ბოტკოველი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×