რეზონანსი
10.04.2020

5 წლის ქრისტინას, მეტსახელად „ლუღის“ წითელი სახლისთვის მოქალაქეებმა 16 ათას 912 ლარი შეუგროვეს.

ზუგდიდში „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ქრისტინასანგარიშზე 8 150 ლარი უკვე გადარიცხა.

როგორც ფონდის ხელმძღვანელი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მოქალაქეებისგან თანხის ჩარიცხვას აგრძელებენ.

„ჩარიცხვები გრძელდება…არ ვიჩქარებთ და უფრო მეტი, რომ მოგროვდება „ლუღის“ წითელი სახლი უნდა ვაჩუქოთ“, – ამბობს სალომე ფაცაცია.

ასევე, სენაკელმა ანა ბაკურაძემ კი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას რამდენიმე წელია ეწევა, მეგობრების და ფეისბუქ მომხმარებლების დახმარებით ქრისტინასთვის 8 762 ლარის შეგროვება შეძლო.

„ლუღის ვიდეო, რომ ვნახე ძალიან ვიხალისეთ და შეგვიყვარდა ეს ბავშვი. ერთი სოფელი გვაკავშირებს, დედაჩემის მეზობლები არიან“, – აღნიშნა ანა ბაკურაძემ.

სალომე და ანა თანხებს გააერთიანებენ და ქრისტინა ფანჩვიძისთვის მალე ახალი სახლის ყიდვას ან აშენებას გეგმავენ.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×