რეზონანსი
10.04.2020

ლუგარის ცენტრი თავისი მუშაობის მოდელით არ არის გათლილი ვაქცინაზე სამუშაოდ, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მათი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს.

„ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ. ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ხოლმე ცდები. ჩვენთან არის მხოლოდ ვივარიუმი მცირე ზომის ცხოველებისათვის, მაგალითად თაგვებისთვის, ხოლო ვაქცინაზე გამოცდა ჩვეულებრივ უფრო დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი ფაქტობრივად, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე, რომელიც ჩვენი ცენტრიდან წავიდა და მუშაობს ახლა კანადაში, არის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ჯგუფში ვაქცინების შემქმნელის მსოფლიოში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს ამ კოვიდ-19 ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×