რეზონანსი
10.04.2020

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართულიო ქარმოების პირბადით მივიდა.

მისი თქმით აღნიშნული პირბადეები ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია.

„ალბათ, ყველას გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს, დადგება ის დრო, როცა პირბადეს შევხედავთ, მხოლოდ, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს. თუმცა, არ ვიცი, გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ეს არის ქართული წარმოების პირბადე. ახლა, ჩვენ 1000-მდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალო ფაბრიკებში, ვინც დღე და ღამე არიან ჩართულები ამის კერვაში. ჩვენთვის, ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი", - განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პირბადეების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში საკმაოდ სწრაფად იყიდება და სახელმწიფო ეცდება, რომ მარაგები შეავსოს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×