რეზონანსი
10.04.2020

დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე დასმულ კითხვას საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც არსებული საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის დრო მოახლოვდება, გაგრძელებაზე მსჯელობაც იქნება უფრო აქტიური.

„ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი, ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური, რადგან უკვე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ვადა ჯერ კიდევ აქვს, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და შემდეგ უკვე სხვადასხვა უწყების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები. აქ მხედველობაში იქნება მიღებული იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობასაც, ვინაიდან საზოგადოების და თითოეული ჩვენი ქცევა არის მხედველობაში მიღებული, როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. თუ წესებს ყველა უმკაცრესად იცავს, იქ შეიძლება მთავრობას ერთგვარი მიდგომა ჰქონდეს, თუკი წესებს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი. ეს მხოლოდ ვარაუდები, სპეკულაციებია. მთავარი, რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ არის ის, რომ, რა თქმა უნდა, აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება როგორც კი ვადის ამოწურვასთან გვექნება საქმე და ეს დღე ჯერ არ დამდგარა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×