რეზონანსი
10.04.2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თაკო ნოზაძე, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანთან პირად მიმოწერას ასაჯაროვებს. თაკოს დედას შოგრენის სინდრომი აქვს და მას აუცილებლად სჭირდება პრეპარატი პლაქველინი, რომლის მარაგიც საქართველოში იწურება.

ახალგაზრდამ ამის შესახებ რატიანს მიწერა და მან თავისი სახსრებით ნაყიდი წამლების მარაგი აჩუქა თაკოს და დედამისს, ხოლო აბები პირდაპირ სახლში მიუტანა.

„ძალიან დიდი ხანია დედაჩემისთვის ვეძებ პლაქველინს (200 მგ).

სად არ ვეძებე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ უშედეგოდ.

გუშინ მივწერე ბატონ ლევან რატიანს. ზუსტად ნახევარ საათში მიპასუხა და დღესვე მომაწოდა 13 აბი, რომელიც პირადად მას ჰქონდა შეძენილი. შევთავაზე, რომ მე გავიდოდი და გამოვართმევდი, მაგრამ როგორც ხედავთ, პირდაპირ სახლთან მომაწოდა მედიკამენტი.

ამიტომ, ასე საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო მას! უმნიშვნელოვანესია დედასთვის ამ წამლის მიღება და უზომოდ დასაფასებელია ის, რაც ბატონმა ლევანმა ჩვენთვის გააკეთა" , - წერს თაკო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×