რეზონანსი
10.04.2020

რუ­სუ­ლი მე­დია უკვე წერს, რომ ქვეყ­ნის ცი­ხე­ებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და და ეპი­და­ფეთ­ქე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ამის ფონ­ზე, რუსი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ვირუ­სის მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბის გამო, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­თან­ხმდე­ბა ცი­ხი­დან პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბას.

არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც პა­ტიმ­რებ­მა თა­ვად მი­მარ­თეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის­თვის იბ­რძვი­ან ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც საქ­მე­ში "გავ­ლე­ნი­ან სა­ნაც­ნო­ბოს­თან" ერ­თად, ფი­ნან­სუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ჩარ­თეს. უკვე დაძ­რუ­ლია რამ­დე­ნი­მეს საქ­მე, თუმ­ცა მას­შტა­ბურ ამ­ნის­ტი­ას ელო­დე­ბი­ან, რათა ისი­ნიც სხვებ­თან ერ­თად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ამ­ნის­ტი­ა­ში მოხ­ვდე­ბი­ან კავ­კა­სი­ე­ლი პა­ტიმ­რე­ბიც, რად­გან უკვე მუ­შავ­დე­ბა პე­ტი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შე­საძ­ლოა ის პა­ტიმ­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, ვი­საც პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ცოტა დრო დარ­ჩა. სავარაუდოდ, მათ შორის ქიენბიან, ე.წ. ქქართველი კანონიერი ურდებიც.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "მოს­კო­ვის ჰელ­სინ­კის ჯგუ­ფი" აგ­რო­ვებს ხელ­მო­წე­რებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. პე­ტი­ცი­ა­ში, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს, მო­ი­თხო­ვენ რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თო ამ­ნის­ტია მოხ­დეს და მცი­რე­ვა­დი­ა­ნი პა­ტიმ­რე­ბი გა­მო­უშ­ვან, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ცი­ხის იზო­ლა­ტო­რებ­ში შე­საძ­ლოა, უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი დად­გეს.

"იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი (და არა მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბი) ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე არი­ან, რად­გან ვერ სარ­გებ­ლო­ბენ საკ­მა­რი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით, არ აქვთ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი და გარ­და ამი­სა, შე­უძ­ლე­ბე­ლია მათი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის დიდი რის­კი არ­სე­ბობს, რაც მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნის...

გა­ე­როს უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­კი­თხში სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში მი­მარ­თავს ყვე­ლა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რონ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რათა შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლონ...” - ნათ­ქვა­მია უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

2019 წლის იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კო­ლო­ნი­ებ­ში 465 000-მდე პა­ტი­მა­რი იმ­ყო­ფე­ბა, თით­ქმის 100 000 კი სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში.

ambebi.ge

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×