რეზონანსი
22.05.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ორი კვირაა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ.

„კლინიკაში ამჟამად 18 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გვყავს, ბოლო ორი კვირაა არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია, ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით, ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება", - აღნიშნა რატიანმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×