რეზონანსი
22.05.2020

 ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ გამოაქვეყნა კვლევა „მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ", რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს.

კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის 227 441 მოზარდი გამოიკითხა.

ერთ-ერთი კითხვა, მოზარდებში მარიხუანის მოხმარებას ეხება.

მოუწევიათ თუ არა ერთხელ მაინც მარიხუანა, რაზედაც 15 წლის მოზარდების 13% დადებით პასუხს იძლევა. ეს, შვიდიდან დაახლოებით ერთი მოზარდია.

ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი აქვთ საქართველოში გამოკითხული 15 წლის მოზარდი გოგონების 2%-ს და ბიჭების 14%-ს.

ხოლო კითხვაზე მოგიწევიათ თუა რა მარიხუანა ბოლო 30 დღის განმავლობაში, 45-ივე ქვეყანაში გამოკითხული 15 წლის მოზარდების 7% პასუხობს რომ - კი.

ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი საქართველოში 15 წლის გოგონების 1%-სა და ბიჭების 10%-ს ჰქონდა.

მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის კვლევა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლო კვლევა, რომელიც 19 მაისს გამოქვეყნდა 2018 წლის მონაცემებს მოიცავს.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (23.05.2020)
ევროპისკენ სწრაფვას ეს შედეგი მოჰყვა, მ ო დ ა შ ი რამე რომ შემოვა--ვერაფრით შეეწინაღმდეგები. იქ ეს მოდაშია. იმათსავით უნდა შევეგუოთ ჩვენც!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×