რეზონანსი
22.05.2020

იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხება, იმ დღეს შეიტყო, როდესაც ეს, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ორივე მათგანის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.

"მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი. არც პრემიერი არ გახლავართ. მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დამყარდა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ორი ადამიანი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ კარგად ვუვლიდით, დადგა მათი გამოსვლის, პოლიტიკურად ჩემდა სამწუხაროდ, გარეთ გამოსვლის მომენტი, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ კონტექსტში გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

"როდესაც ორი დამნაშავეა, როდესაც საზოგადოებას აქვს უფლება მათ მოსთხოვოს პასუხი, მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწვეტილება ერთის მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ სისტემაში გვყავს 40-50 ა.შ. პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ სხვების შეწყალებაზეც ფიქრი," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (23.05.2020)
ჩაგაჯვი მახინჯ პირში მაკე მაგათაც შევაბრყნებთ უკან და შენ და ხიხოსაც ბლომად გახეხინებთ

ИНЦИТАТУС   (23.05.2020)
Шен хар венахи ... ар гамодгеба, шен хар катами(курица), зед гамочрилиа.

samartali   (23.05.2020)
Gmertma daglocot qalbatono tea tqveni sakvareli ojaxit,TEA genacvale moashoret prezidentis xelmdzgvanelobit MOGALATEEBI romlebis interesi mxolod fuli da fufunebaa da ara xalxi, arcerti NACMODZRAOBIS mkvleli da banditi ar unda moxvdes mtavrobashi daichiret, gaasamartlet cixeshi gaushvit kvela damnashave vinc ar undaikos is da ra tanamdebobazec ar unda ikos,ara kohabitacias,ara mogalateebs saxelmwifosa da xalxis qonebis damtaceblebsa da mkvlelebs ARA! kvelani cixeshi!!!

Kaxeli   (22.05.2020)
Gaixare tia. Magram es vervgamigis asr tavcagunulrbi rodemde unda esaxurot sxva qveknis vigindara politikosebs.tu mat politikosebi qvist sakitxavi ai es aris. Ratom acmorebt cems qvekanad da xalxs.kvela ratom kofs cxvirs cveni kvrknis sadhinao tu sagareo politikashi. Kvelam tavis mamidas mixedos


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×