რეზონანსი
23.05.2020

რუსთავში, VII მიკრო-რაიონში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობი მამაკაცი შეიჭრა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ კარებზე კაკუნის ხმა გაიგო: 

"ვიკითხე ვინ ხართ თქო და მეზობელი ვარო. ითხოვა შემოსვლა, ბინაში საჭმელს მივირთმევდით და შევიპატიჟეთ. მოითხოვა დალევა, თუმცა არც მანამდე ჩანდა ფხიზელი. საუბარი კამათში გადაიზარდა, ბოლოს კი ჩხუბით დასრულდა", - განაცხადა ქალმა.

ბინაში მყოფმა პირებმა მამაკაცი გარეთ, სადარბაზოში გაიყვანეს, სადაც ასევე გაგრძელდა ჩხუბი, რომელიც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზიანებები მიიღეს ბინაში მყოფმა ორმა გოგონამ და თავად იმ მამაკაცმა რომელთანაც მოხდა კამათი.

ადგილზე გამოიძახეს კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულებს პირველადი დახმარება ეკიპაჟში აღმოუიჩინეს, მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×