
აჭარა მწვანე ზონა გახდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე PSR-ტესტი ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა. ინფიცირებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანეს.
ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა.
აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.