რეზონანსი
23.05.2020

ქვეყანაში ერთი თვის წინ რა მდგომარეობაც გვქონდა, ის არ არის კატასტროფული, თუმცა ის მიიღწეოდა მკაცრი შეზღუდვების პირობებში. ჩვენ თუ ამის გარეშე დავიჭერთ იმ მდგომარეობას, რაც ერთი თვის წინ იყო, ჩათვალეთ, რომ ეს არის უდიდესი წარმატება, ანუ საქართველო გაუმკლავდა „კოვიდ 19"-ის პირველ ტალღას, -ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არ მივიღოთ ერთი თვის წინ არსებულზე ბევრად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც საგანგებო რეჟიმის პირობებში ვაკეთებდით იძულებით".

„უნდა გავაკეთოთ ერთი ბანალური რამ. ხანდახან ის რაც მარტივია, არის ყველაზე სწორი. ვიტყვი ბანალური რამეს: ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებდით იძულებით, რადგან იყო საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და მოსახლეობა ემორჩილებოდა ამ შეზღუდვებს. უკვე გვაქვს ჩვევაში პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება. აშკარად გაცილებით ხშირად ვიბანთ ხელებს, ამას ჩემს თანამშრომლებსაც ვამჩნევ. ასეთი ჩვევები უნდა გავაგრძელოთ ოფიციალური, საკანონმდებლო შეზღუდვების გარეშე. ვიდრე ვაქცინა ან პრეპარატი არ იქნება, მოვეშვათ ცოტა ხანი ხალხმრავალ ქელეხებს და 200-კაციან ღონისძიებებს, აქ არის გზა."- განაცხადა ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×