რეზონანსი
23.05.2020

ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 - თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაცეების მართვის სამსახური ავრცელებს.

შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.

ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.

მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×