რეზონანსი
23.05.2020

„ჩვენგან მიწოდებული ციფრები იმსახურებს უმაღლეს სანდოობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში მაშინ, როდესაც არიან ქვეყნები, რომელთა მიწოდებული ციფრები ეჭვებს იწვევს", - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს „იმედის" ეთერიდან უპასუხა.

„ვინ გაპატიებს შენ მოტყუებას და ისიც ამხელა მასშტაბის მოტყუებას, რომ ვთქვათ, 6 000 გყავდეს და 700-ს ამბობდე. ჩვენგან მიწოდებული ციფრები იმსახურებს უმაღლეს სანდოობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში მაშინ, როდესაც არიან ქვეყნები, რომელთა მიწოდებული ციფრები ეჭვებს იწვევს და ამის შესახებ ღიად წერენ ამერიკელები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ბატონ ტოროსიანს ურჩევნია, იმ ქვეყნების მონაცემს გადახედოს, რომელსაც არ ენდობიან. ჩვენი მთავრობა, ასევე მეც სისტემატურად ვიღებთ მადლობებს ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძე.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ეკა   (24.05.2020)
თავის მართლების ახალი მეთოდი.

დაჩი   (24.05.2020)
არსენ ტოროსიანი, შენ არ უდა იყო იქ, სადც ხარ. შენზე უკეთესი მინისტრი რომ ვერ მოძებნეს სომხებმა ეგაა უკიდურესობა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×