რეზონანსი
23.05.2020

ბათუმში კლინიკა „მედალფა" ბოლო ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა. კლინიკის მედპერსონალმა ისინი საზეიმოდ, ტაშით გააცილა.

ორივე ინფიცირებული კლინიკაში საკარანტინო სივრციდან შევიდა. მათ მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

„გადმოვკვეთე საზღვარი 22 აპრილს, 26 აპრილს უკვე კლინიკაში მომათავსეს. მხოლოდ ტემპერატურა მქონდა. გამაშუქეს ფილტვებზე და აღმომაჩნდა პნევმონია. 27 დღეა, ვკურნალობ. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა. მივემგზავრები კარანტინში და შემდეგ დავუბრუნდები ჩემს ოჯახს ზესტაფონში", - განაცხადა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. ჯამში რეგიონში 70 პაციენტმა დაამარცხა „კოვიდ 19", ორი კი გარდაიცვალა. რეგიონში ინფიცირებული პირი აღარ არის. აჭარამ დღეს „მწვანე ზონის" სტატუსი დაიბრუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×